Loading data...
ნიკოლოზ სამხარაძე: ომის დასრულებას სჭირდება მოლაპარაკებები, სწორედ ამ პრინციპიდან ამოვედით, როდესაც გვიბიძგებდნენ რუსეთთან ესკალაციისთვის, თითქოს საკმარისი არ იყოს, რომ ტერიტორიების 20% გვაქვს წართმეული რუსეთის მიერ

საფრანგეთის პრეზიდენტის იმ განცხადებას, სადაც ემანუელ მაკრონმა რუსეთთან ერთად უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შექმნის აუცილებლობაზე ილაპარაკა, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ეხმაურება.

ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ომის დასრულებას სჭირდება მოლაპარაკებები და სწორედ ეს იყო მთავარი პრინციპი, რითაც იხელმძღვანელა საქართველოს ხელისუფლებამ, როდესაც ევრობიუროკრატების მოწოდებების მიუხედავად არ შევიდა რუსეთთან ესკალაციაში.

„ომის დასრულებას სჭირდება მოლაპარაკებები. ვისაც ოდნავ მაინც ისტორია აქვს სკოლაში მაინც ნასწავლი, ყველამ კარგად იცის. ამიტომ, რა თქმა უნდა ჩვენ სწორედ ამ პრინციპიდან ამოვედით, როდესაც ჩვენ გვიბიძგებდნენ რუსეთთან კიდევ უფრო მეტი ესკალაციისთვის, თითქოს საკმარისი არ იყოს ის, რომ ჩვენ ტერიტორიების 20% გვაქვს წართმეული რუსეთის მიერ“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.