ნიკოლოზ სამხარაძე: მთავარია ურთიერთობები გადაიზარდოს სამუშაო პროცესში და მივიღოთ აღდგენილი და განახლებული სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის
„ახლა მთავარია, რომ ეს ურთიერთობები გადაიზარდოს სამუშაო პროცესში და სამუშაო პროცესის შედეგად, ჩვენ მივიღოთ აღდგენილი და განახლებული სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის“, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივნისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბართან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც სამხარაძემ აღნიშნა, სტრატეგიული პარტნიორობა დაფუძნებული უნდა იყოს ორმხრივ სარგებელზე.
„ფაქტია, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატების ურთიერთობების აღდგენა უკვე მოხდა, იქიდან გამომდინარე, რომ გაიცვალა რამდენიმე ვიზიტი, როგორც ვაშინგტონში, ასევე თბილისში. იყო როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების, ასევე ჩვენი საპარლამენტო ვიზიტი და ამას მოჰყვა გუშინდელი სატელეფონო საუბარი სახელმწიფო მდივანსა და საქართველოს პრემიერ მინისტრს შორის. ახლა მთავარია, რომ ეს ურთიერთობები გადაიზარდოს სამუშაო პროცესში და სამუშაო პროცესის შედეგად, ჩვენ მივიღოთ აღდგენილი და განახლებული სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის, რომელიც დაფუძნებული იქნება ორმხრივ სარგებელზე, რომელიც დაფუძნებული იქნება საქართველოს ინტერესებზე და რომელიც ამავდროულად, დაფუძნებული იქნება ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებზე“, - აცხადებს ნიკოლოზ სამხარაძე.