ნიკოლოზ სამხარაძე: მივესალმებით ნაურუს ხელისუფლების გადაწყვეტილებას აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ე.წ. დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების შესახებ, ვიმედოვნებ, რომ ნაურუს მაგალითს მალე მიჰყვებიან სირია და ვენესუელა
მივესალმებით ნაურუს ხელისუფლების გადაწყვეტილებას აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ე.წ. დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების შესახებ. ვიმედოვნებ, რომ ნაურუს მაგალითს მალე მიჰყვებიან სირია და ვენესუელა, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ.
მისი თქმით, საქართველოს დიპლომატიური კორპუსი აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ ნაურუს გადაწყვეტილებას მიჰყვნენ სირია და ვენესუელა.
„მივესალმებით ნაურუს ხელისუფლების გადაწყვეტილებას აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ე.წ. დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების შესახებ. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი წარმატებაა ჩვენი არაღიარების პოლიტიკის. ეს არის უკვე მესამე ქვეყანა წყნარი ოკეანის აუზში, რომელმაც უკან წაიღო აღიარება ტუვალუსა და ვანუატუს შემდეგ. ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ, რომ ნაურუს ხელისუფლებასთან დავამყაროთ დიპლომატიური ურთიერთობები იმის გათვალისწინებით, რომ მან შეცვალა თავის პოზიცია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. ასევე, ვიმედოვნებ, რომ ნაურუს მაგალითს მალე მიჰყვებიან სირია და ვენესუელა. რა თქმა უნდა, ჩვენი დიპლომატები ამ თემაზე ყოველდღიურად მუშაობენ“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ნაურუმ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების გადაწყვეტილება ოფიციალურად გააუქმა. შესაბამისად, მათ დაუყოვნებლივ შეწყვიტეს დიპლომატიური ურთიერთობები ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან.