ნიკოლოზ სამხარაძე „მეგობარი აქტის“ საპასუხოდ პარლამენტის მიერ მიღებულ განცხადებაზე: აუცილებელი იყო, რომ ჩვენ ფაქტობრივი, რეალური ინფორმაცია აგვესახა აქტში და ამით პასუხი გაგვეცა ამ ბრალდებებისთვის

„საჭირო იყო პასუხის გაცემა იმ უსაფუძვლო, დაუსაბუთებელ ბრალდებებსა და დეზინფორმაციაზე, რომელიც აქტში იყო ჩაწერილი, ამიტომ აუცილებელი იყო, რომ ჩვენ ფაქტობრივი, რეალური ინფორმაცია აგვესახა აქტში და ამით პასუხი გაგვეცა ამ ბრალდებებისთვის“, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ, „მეგობარი აქტის“ საპასუხოდ, პარლამენტის მიერ მიღებულ განცხადებაზე საუბრისას.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია პროცესი, რადგან ეს არის ინერციული პროცესი, რომელიც წინა ადმინისტრაციიდან მოჰყვება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს. სწორედ ამ პროცესის გაჯანსაღება გვინდა ჩვენ და სწორედ ამიტომ იყო გაკეთებული.
გარდა იმისა, რომ ჩვენ ვალდებულები ვიყავით დაგვეცვა ჩვენი ინტერესები და პრესტიჟი, ასევე, გვსურს, რომ ეს ინერციული პროცესი გაჩერდეს და დაიწყოს ახალი პროცესი, რომელიც ურთიერთობების გაუმჯობესებას მოემსახურება“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.