ნიკოლოზ სამხარაძე „კორძის“ კონცერტის გაუქმებაზე: შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფლების ჩვენც გვჯერა, თუმცა მინდა გადავცე ევროკავშირის წარმომადგენლობას, რომ საქართველოში დედის გინება შემოქმედებითი თავისუფლება არ არის
„დედის გინება საქართველოში არ არის ნორმალური მოვლენა. შესაბამისად, რაც მალე გაიგებენ ამას ევროპელი დიპლომატები, მით უკეთესად ჩასწვდებიან ქართულ კულტურას“, - განუცხადა ჟურნალისტებს ლუქსემბურგში პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ.
იგი ევროკავშირის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ წუხილი გამოთქვა, რომ კორძის კონცერტი გაუქმდა.
„შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფლების ჩვენც გვჯერა, თუმცა მინდა გადავცე ევროკავშირის წარმომადგენლობას, თუ მათ არ იციან და ეს აქამდე ვერ ისწავლეს, ვერ გაითავისეს, რომ საქართველოში დედის გინება შემოქმედებითი თავისუფლება არ არის და ქართველი კაცისთვის, ზოგადად ზრდილობისა და ეთიკის ნორმებიდან გამომდინარეობს ის, რომ დედის გინება საქართველოში არ არის ნორმალური მოვლენა. შესაბამისად, რაც მალე გაიგებენ ამას ევროპელი დიპლომატები, მით უკეთესად ჩაწვდებიან ქართულ კულტურას“, - განაცხადა სამხარაძემ.