Loading data...
ნიკოლოზ სამხარაძე კაია კალასის განცხადებაზე: მსგავსი თავხედური განცხადება არ მახსოვს ოდესმე ვინმე მაღალი დონის ევროპელ ჩინოსანს გაეკეთებინოს

„იმის თქმა, რომ ამერიკას შეუძლია ევროკავშირის კრიტიკა და საქართველოს ამის უფლება არ აქვს, ეს ალბათ ყველანაირი ზღვრის გადალახვაა“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ. დეპუტატი კაია კალასის განცხადებას გამოეხმაურა.

„მსგავსი თავხედური განცხადება მე არ მახსოვს როდისმე ვინმე მაღალი დონის ევროპელ ჩინოსანს გაეკეთებინოს. საქართველოს და აშშ-ს სხვადასხვა წონა აქვს საერთაშორისო ურთიერთობებში, თუმცა იმის თქმა, რომ ამერიკას შეუძლია ევროკავშირის კრიტიკა და საქართველოს ამის უფლება არ აქვს, ეს ალბათ ყველანაირი ზღვრის გადალახვაა“, - აღნიშნა სამხარაძემ.

კაია კალასის განცხადებით, საქართველოსა და ამერიკას შორის განსხვავება ის არის, რომ შეერთებული შტატები ევროკავშირში გაწევრიანებას არ ცდილობს. ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა უპასუხა კითხვას, რომელიც შეეხებოდა ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მხრიდან ევროკავშირის ერთნაირ კრიტიკას, თუმცა კრიტიკაზე ევროპის განსხვავებულ რეაქციებს.