1780511038
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე: ევროკავშირში გაწევრიანება გვინდა, როგორც ერთიან, ძლიერ საქართველოს, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ჩათვლით
„ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, თვითმყოფადი ერი. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს დამოუკიდებელი სვლის პოლიტიკა არჩეული“, - განაცხადა მედიასთან საუბრისას საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ.
სამხარაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სურვილია ევროკავშირში გაწევრიანება, თუმცა როგორც ერთიანი საქართველოსი.
„ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, თვითმყოფადი ერი. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს დამოუკიდებელი სვლის პოლიტიკა არჩეული. აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სურვილია, ევროკავშირში გავწევრიანდეთ, ევროკავშირში გვინდა გაწევრიანება, როგორც ერთიან, ძლიერ საქართველოს, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ჩათვლით“, - აღნიშნა მან.