1773235220
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე: ეს არის არა „პიჯაკების საქმე“, არამედ 9 მილიონის გაფლანგვის საქმეა
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი გარემოცვა ცდილობს, ბიუჯეტიდან პირადი მიზნებისთვის გაფლანგული მილიონობით ლარი უმნიშვნელოდ წარმოაჩინოს.
„ტერმინი - „პიჯაკების საქმე“ სწორედ იმიტომ მოიგონეს, რომ ჩვენს საზოგადოებაში გააჩინონ განცდა, რომ თითქოს რამდენიმე პიჯაკის გამო არის ეს საქმე აღძრული. ეს არის ძალიან მარტივი პიარული ხრიკი, როდესაც ისინი ცდილობენ დანაშაულის სიმძიმის გადაფარვას. სინამდვილეში ეს არის არა „პიჯაკების საქმე“, არამედ 9 მილიონის გაფლანგვის საქმე“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.