1792437401
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე: ბოლო დროს წითელი ხაზები არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს ბევრ სხვა ქვეყანაშიც ირღვევა და დიპლომატები ზღვარს ხშირად გადადიან
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე „დებატების“ ეთერში დიპლომატებისა და ელჩების ქცევის კოდექსსა და წითელ ხაზებზე საუბრობს, რომლებსაც, მისი თქმით, ელჩები და დიპლომატები ხშირად არღვევენ.
„პირველ რიგში, ნებისმიერი დიპლომატისთვის – იქნება ეს ელჩი თუ შედარებით დაბალი რანგის დიპლომატი – მთავარი სავალდებულო წესი, მათ შორის ქცევის კოდექსით, ისაა, რომ იმ ქვეყნის კანონებს სცეს პატივი, სადაც არის მივლინებული, და შიდა საქმეებში არ ჩაერიოს. ეს არის როგორც დაწერილი, ისე დაუწერელი წესი ნებისმიერი დიპლომატისა. თუმცა ვხედავთ, რომ ბოლო დროს წითელი ხაზები არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს ბევრ სხვა ქვეყანაშიც ირღვევა და დიპლომატები ამ ზღვარს ხშირად გადადიან“, – აცხადებს ნიკოლოზ სამხარაძე.