Loading data...
ნიკოლოზ მეტრეველი: შაჰიდ ბატი, რომელიც 1999 წელს იემენში გასამართლდა ტერორისტულ დაჯგუფებაში აქტიური მონაწილეობისთვის, ამ დღეებში ბირმინგემის საქალაქო საბჭოში იყრის კენჭს - თანამედროვე ბრიტანეთისთვის სწორედ ეს არის დემოკრატია, ქვეყანა, სადაც პატრიოტიზმი ექსტრემისტულად არის გამოცხადებული

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი ოპოზიციური მედიების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისთვის დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში სანქციების დაწესების საკითხთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ეხმიანება.

მეტრეველი დიდ ბრიტანეთში არსებულ დემოკრატიულ გარემოზე საუბრისას მაგალითად მოჰყავს წარმოშობით პაკისტანელი შაჰიდ ბატი, რომელიც 1999 წელს იემენში გასამართლდა ტერორისტულ დაჯგუფებაში აქტიური მონაწილეობისთვის, ხოლო მიმდინარე დღეებში ის ბირმინგემის საქალაქო საბჭოში იყრის კენჭს.

მისივე თქმით, დიდი ბრიტანეთისთვის, სადაც პატრიოტიზმი ექსტრემიზმად არის გამოცხადებული სწორედ ეს არის დემოკრატია.

„ოპოზიციური მედიები: ქართული ოცნების ჩინოვნიკებისთვის სანქციების დაწესების საკითხი ბრიტანეთის თემთა პალატაში განიხილება. რადგან საქართველოში მიმდინარე მოვლენებით ასე შეშფოთდნენ ღირსეული თემთა პალატის წევრები, დარწმუნებული ვარ, მკითხველს აინტერესებს თუ როგორი დემოკრატიული გარემო სუფევს თავად დიდ ბრიტანეთში. აქედან გამომდინარე, ერთ ფრიად საინტერესო ამბავს მოგიყვებით: შაჰიდ ბატი (წარმოშობით პაკისტანელი), რომელიც 1999 წელს იემენში გასამართლდა ტერორისტულ დაჯგუფებაში აქტიური მონაწილეობისთვის და გეგმავდა ქალაქ ადენში ბრიტანეთის საკონსულოს აფეთქებას, ამ დღეებში ბირმინგემის საქალაქო საბჭოში იყრის კენჭს.

მან ხუთი წელი გაატარა ციხეში, შემდეგ გაათავისუფლეს და პირდაპირ დიდ ბრიტანეთში გაემგზავრა. დღეს, ბატი აღარ არის ტერორისტი, ის უკვე „მშვიდობიანი სამოქალაქო აქტივისტია“. მავანი იკითხავს: როგორ მოხვდა ბრიტანელების სასტიკი მკვლელობის დაგეგმვის მსურველი ადამიანი საარჩევნო სიაში? თანამედროვე ბრიტანეთისთვის სწორედ ეს არის დემოკრატია.

ქვეყანა, სადაც პატრიოტიზმი ექსტრემისტულად არის გამოცხადებული და ეროვნული დროშები მიგრანტების (სხვათა შორის პაკისტანელების) სიამოვნებისთვის ჩამოშვებულია, სამწუხაროდ დიდი ხანია სხვა წესებით ცხოვრობს. და ბოლოს: ბრიტანული მაგალითი ნათლად აჩვენებს მიგრანტების ფილტრაციისა და კონტროლის მიტოვების შედეგებს. როდესაც საზღვრები წაშლილია და წარსული უმნიშვნელოა, ტერორისტი ადვილად იქცევა პოლიტიკოსად. ეს გაფრთხილებაა არ არის მხოლოდ ევროპული დედაქალაქებისთვის, არამედ ჩვენთვისაც“, - წერს ნიკოლოზ მეტრეველი.