1772625613
პოლიტიკა
ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტი საქართველოში დასრულდა
სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის სამუშაო ვიზიტი საქართველოში დასრულდა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სომეხი კოლეგა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად გააცილა.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების თანათავმჯდომარეობით ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-15 სხდომა გაიმართა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოში სამუშაო ვიზიტით სამთავრობო დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა.