ნიკოლ ფაშინიანი: საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე განვიხილეთ სომხეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ვაჭრობის, ინფრასტრუქტურისა და კულტურის სფეროებში, ძალიან ვაფასებ ჩვენს აქტიურ პოლიტიკურ დიალოგსა და მეგობრობას

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ში ეხმაურება.
ნიკოლ ფაშინიანის თქმით, შეხვედრაზე განიხილეს სომხეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ვაჭრობის, ინფრასტრუქტურისა და კულტურის სფეროებში.
„პროდუქტიული შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან თბილისში. განვიხილეთ სომხეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ვაჭრობის, ინფრასტრუქტურისა და კულტურის სფეროებში, ასევე რეგიონული თანამშრომლობის პერსპექტივები. ძალიან ვაფასებ ჩვენს აქტიურ პოლიტიკურ დიალოგსა და მეგობრობას“, - აღნიშნავს ნიკოლ ფაშინიანი.
Had a productive meeting with @PM_Kobakhidze in Tbilisi.
— Nikol Pashinyan (@NikolPashinyan) October 21, 2025
We discussed the 🇦🇲–🇬🇪strategic partnershipin the areas of trade, infrastructure & culture, as well prospects of regional cooperation.
I highly value our active political dialogue & friendship. pic.twitter.com/tVR0vpP0c4