1773234382
პოლიტიკა
ნიკოლ ფაშინიანი: მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სარკინიგზო კომუნიკაციისა და ზოგადად მშვიდობის ხელშეწყობისთვის
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სარკინიგზო კომუნიკაციის დამყარების ხელშეწყობისთვის მადლობა გადაუხადა.
სომხეთის მთავრობის თავმჯდომარემ აგრეთვე მადლობა გადაუხადა კობახიძეს აზერბაიჯანთან სამშვიდობო პროცესის ხელშეწყობისთვის.
„მსურს მადლობა გადავუხადო აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სარკინიგზო კომუნიკაციის დამყარების და ზოგადად მშვიდობის ხელშეწყობისთვის“, - განაცხადა ფაშინიანმა.