1772623253
პოლიტიკა
„ნებისმიერი ქვეყნიდან გაკეთებული მსგავსი განცხადებები შესაძლოა, აღქმული იყოს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად, რაც ჩვენთვის ყოველთვის იყო და არის მიუღებელი“ - ბოჭორიშვილი უნგრეთის არჩევნებთან დაკავშირებით ზელენსკის განცხადებაზე
განცხადებები, რომლებიც არჩევნების წინ კეთდება, იმ ქვეყნის მისამართით, რომელშიც არჩევნებია, ეს არის ნებისმიერი ქვეყნისთვის შიდა პოლიტიკური საკითხი, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაზე საუბრისას.
კერძოდ, ბოჭორიშვილი გამოეხმაურა ზელენსკის განცხადებას, რომ მას სჯერა, ვიქტორ ორბანი უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდება.
ბოჭორიშვილის თქმით, ქვეყნის გარედან ნებისმიერი სახის ჩარევა საქართველოსთვის მიუღებელია.
„ამ დროს გარედან, ნებისმიერი ქვეყნიდან გაკეთებული მსგავსი განცხადებები, რა თქმა უნდა, შესაძლოა, აღქმული იყოს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად, რაც ჩვენთვის ყოველთვის იყო მიუღებელი, არის მიუღებელი და დარჩება მიუღებლად“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.