მოქმედი კანონმდებლობა არ არეგულირებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, როგორც დიპლომატიური თანამდებობის პირის, სამართლებრივ სტატუსს, მიუხედავად იმისა, რომ მინისტრი წარმოადგენს დიპლომატიური სამსახურის ხელმძღვანელს - საგარეო უწყება საკანონმდებლო ცვლილების პროექტზე
„მოქმედი კანონმდებლობა არ არეგულირებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, როგორც დიპლომატიური თანამდებობის პირის, სამართლებრივ სტატუსს, მიუხედავად იმისა, რომ მინისტრი წარმოადგენს დიპლომატიური სამსახურის ხელმძღვანელს. ამასთან, კანონი განსაზღვრავს დიპლომატიური სამსახურის გავლისა და დიპლომატიური რანგების მინიჭების წესს“ - ამის შესახებ Newshub.ge-ს საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით საგარეო უწყებაში განუცხადეს.
საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტეს, თუ რა არის საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი:
„ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილების მიზანია არსებული სამართლებრივი ხარვეზის აღმოფხვრა და საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დიპლომატიურ თანამდებობის პირად განსაზღვრა. ცვლილების შედეგად, საგარეო საქმეთა მინისტრზე, როგორც დიპლომატიურ თანამდებობის პირზე, გავრცელდება კანონით დადგენილი რეგულაციები, მათ შორის დიპლომატიური რანგის მინიჭებასთან დაკავშირებული წესები და პირობები“, - აცხადებენ საგარეო უწყებაში.