Loading data...
მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბდა

პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ დამფუძნებელი ყრილობა.

ნეიტრალიტეტი — მშვიდობის, სტაბილურობის და კეთილდღეობის გარანტი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბდა.

სადამფუძნებლო ყრილობა დღეს გაიმართა.

დამტკიცდა გაერთიანების წესდება, აირჩიეს პარტიის ხელმძღვანელი და სხვა სტრუქტურული ერთეულები.ყრილობამ პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრებად აირჩია ვახტანგ შაქარიშვილი, ლევან ნიკოლეიშვილი და ბიძინა გიორგობიანი; აღმასრულებელი მდივნის ფუნქციას პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით ვახტანგ შაქარიშვილი შეასრულებს. 

საქართველოს აქვს შესაძლებლობა, იყოს დიდი სახელმწიფოების ინტერესების თანხვედრის ადგილი და არა მათი დაპირისპირების პოლიგონი! ნეიტრალიტეტი დაგვაახლოებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან — ეს იქნება ძალიან მკაფიო გზავნილი საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრები ჩვენი ძმებისა და დების მიმართ! ნეიტრალიტეტი გაზრდის საქართველოს როლს დაკავშირებადობის კუთხით, იქნება ეს შუა დერეფანი თუ სხვა სავაჭრო-ლოგისტიკური მსხვილი პროექტები.

ნეიტრალიტეტი მოგვიტანს გრძელვადიანად სტაბილურ პოლიტიკურ გარემოს. ნეიტრალიტეტი გახსნის გზას სუვერენული ეკონომიკური პოლიტიკის წარმოებისათვის, რამაც უნდა შეგვაძლებინოს ეკონომიკური გარღვევა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა.