1783506436
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი ჯო უილსონის ინიციირებულ რეზოლუციაზე: ხელისგულზე ჩანს ქმედებები ერთი კონგრესმენის, რომელიც დაინტერესებული მხარეა და მის უკან კიდევ რა დგას ესეც მარტივად დასანახავია ნებისმიერი მოქალაქისგან, ამიტომ, რაც შეიძლება ნაკლები ყურადღება უნდა დავუთმოთ ამდაგვარი პერსონების შეფასებებს
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ჯო უილსონის ინიციირებულ რეზოლუციასა და საქართველოზე შეტევებს ეხმიანება.
მიხეილ ყაველაშვილი აცხადებს, რომ უილსონის ფიგურა ყველასთვის ცნობილია და ისიც ცნობილია, თუ რა დგას მის უკან.
„ჩვენმა საპარლამენტო დელეგაციამ [ჯო უილსონს] სათანადო პასუხი გასცა. ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენი პარლამენტის წევრები საკმაოდ სწორედ შენიშვნებს და ობიექტურ შეფასებას უკეთებენ მის გამონათქვამებს. ჩემთვის პირდაპირ ხელისგულზე ჩანს ქმედებები ერთი კონგრესმენის, რომელიც დაინტერესებული მხარეა და მის უკან კიდევ რა დგას ესეც მარტივად დასანახავია ნებისმიერი მოქალაქისგან. ამიტომ, რაც შეიძლება ნაკლები ყურადღება უნდა დავუთმოთ ამდაგვარი პერსონების შეფასებებს“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.