1776542842
პოლიტიკა
მიხეილ სარჯველაძე: სახელმწიფომ უნდა დაიცვას სამუშაო ადგილები და მათზე წვდომა საქართველოს მოქალაქეებისთვის
„სახელმწიფომ უნდა დაიცვას სამუშაო ადგილები და მათზე წვდომა საქართველოს მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ გადაცემაში „ღია ეთერი“.
„სამედიცინო სფერო ავიღოთ - მეთოდები და ტექნოლოგიები მუდმივად იხვეწება. შესაძლოა არსებობდეს ექიმი, რომელიც საქართველოში ჩამოსვლით და გარკვეული პერიოდის განმავლობაში მუშაობით მნიშვნელოვან ტექნოლოგიას ჩამოიტანს. ასეთ შემთხვევაში, პირიქით, ხელი უნდა შევუწყოთ და არ უნდა შეიქმნას ისეთი ბარიერი, რომელიც მის საქმიანობას შეაფერხებს. თუმცა მთავარი არსი არის ის, რომ სახელმწიფომ დაიცვას სამუშაო ადგილები და მათზე წვდომა საქართველოს მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ შრომითი მიგრაციის საკითხებზე საუბრისას.