Loading data...
მიხეილ სარჯველაძე ფარმაცევტულ სექტორზე: სექტორი არის განწყობილი, მზად და შეგუებული იმას, რომ რაღაც უნდა შეიცვალოს

სექტორი არის განწყობილი, მზად და შეგუებული იმას, რომ რაღაც უნდა შეიცვალოს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ მედიკამენტების ფასებზე საუბრისას განაცხადა. 

მინისტრის განმარტებით, ფარმაცევტულ სექტორში მოქმედი კომპანიები აცნობიერებენ, რომ ეს არ არის სფერო, სადაც აბსოლუტურად თავისუფალი ბაზრის პრინციპით იმოქმედებენ.

„უნდა ვთქვა მთლიანად სექტორის სასახელოდ, რომ განწყობა იყო ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური. ყველა აცნობიერებს კარგად, რომ ეს ის სექტორი არ არის, სადაც აბსოლუტურად თავისუფალი ბაზრის პრინციპით იმოქმედებენ, რა ფასადაც იყიდება, იმ ფასად გავყიდი - ასე ვერ იქნება.

ამას აცნობიერებს ყველა და არა მხოლოდ დეკლარირებულად ამბობს ამას, არამედ რეალურადაც განწყობა არის და მზად არის სექტორი აღიაროს მაგალითად, რომ ამ დრომდე რაც გაკეთდა იგივე რეფერენტული ფასების მიმართულებით, რომ ეს სწორი პოლიტიკაა და ბუნებრივია არის შესაძლებლობა, რომ ამის ფარგლებშიც ბიზნესმა იმუშაოს, მოგებაზე იმუშაოს, უბრალოდ ეს იყოს ზომიერი“, - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი.