მიხეილ სარჯველაძე: ის, რაც მნიშვნელოვან მედიკამენტთა წრეს განეკუთვნება, ამ შემთხვევაში რეფერენტული ფასების პოლიტიკა აბსოლუტურად გამართლებულია
ის, რაც მნიშვნელოვან მედიკამენტთა წრეს განეკუთვნება, ამ შემთხვევაში რეფერენტული ფასების პოლიტიკა აბსოლუტურად გამართლებულია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.
მისივე თქმით, ეს სპეციფიკა მართლაც აქვს ფარმაცევტულ სექტორს, რომ გარკვეული ნაწილი მედიკამენტებისა მართლაც რეგულირებულია.
„ფასები ამ პრინციპით არის აღებული, რომ დაახლოებით ჩვენი ზომის ეკონომიკებში, ჩვენი ზომის სახელმწიფოებში რაც არის ფასები დახლზე, საბითუმო რეალიზაციისთვის განკუთვნილიც და დახლზეც, ყველა ეს ფასი იმის ანალოგიურად რეგულირდება საქართველოში. ანუ, მედიკამენტებისთვის დადგენილია ზედა ჭერი და ამ ზედა ჭერის ფარგლებში აქვთ მხოლოდ ვაჭრობის შესაძლებლობა კომერსანტებს, ამ შემთხვევაში, როგორც საბითუმო დონეზე, ისე საცალო ვაჭრობაში. ეს, რა თქმა უნდა, სრულად არ მოიცავს ბაზარს.
სრულად რეგულირება შეიძლება არც იყოს მიზანშეწონილი, რომ აბსოლუტურად უკლებლივ ყველა ტიპის მედიკამენტი იყოს ამგვარად დარეგულირებული, მაგრამ ის, რაც მნიშვნელოვან მედიკამენტთა წრეს განეკუთვნება, ამ შემთხვევაში რეფერენტული ფასების პოლიტიკა აბსოლუტურად გამართლებულია. რეფერენტულობა აქ ამას გულისხმობს, რომ რეფერირებას ვაკეთებთ, ანუ გადამისამართებას იმ ფასებზე, რაც მოქმედებს მაგალითად, მონტენეგროში, მაგალითად ლატვიაში. დაახლოებით ჩვენი ზომის სახელმწიფოებში“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.