Loading data...
მიხეილ სარჯველაძე: ჩვენ ეკონომიკური განვითარება გვჭირდება იმისათვის, რომ ეს ყველაფერი ემსახურებოდეს მოქალაქეს და არა პირიქით, მთავარ პრიორიტეტად რჩება სოციალური მხარდაჭერის პროგრამები, ეს არის დამოკიდებულების ცვლილება, ვიღაცისთვის 2012 წლამდე ეს იყო ტვირთი, ახლა ეს ხდება მთავარი ღირებულება

ჩვენ ეკონომიკური განვითარება გვჭირდება იმისათვის, რომ ეს ყველაფერი ემსახურებოდეს მოქალაქეს და არა პირიქით, - განაცხადა „იმედის კვირასთან“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.

მისი თქმით, სახელმწიფოს არასდროს არცერთი დამატებითი რესურსის გაჩენისას არ დავიწყებია ადამიანები, რომლებსაც ფინანსური მხარდაჭერა ესაჭიროებათ.

„ძალიან ბევრი, საკმაოდ კარგად განვითარებული ქვეყანა დღეს დიდი ინტერესით აკვირდება საქართველოს პრაქტიკასა და გამოცდილებას, რადგან მათთვის მართლაც გასაოცარია ის შთამბეჭდავი შედეგები, რომლებიც აქვს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას. ეს ეკონომიკური ზრდა, თავის მხრივ, დამატებით იძლევა მეტი სოციალური პასუხისმგებლობის და ვალდებულების აღებას. სხვაგვარად ეს შეუძლებელი იქნებოდა.

არასდროს სახელმწიფოს არცერთი დამატებითი რესურსის გაჩენისას არ დავიწყებია ადამიანები, რომლებსაც ფინანსური მხარდაჭერა ესაჭიროებათ. რაც უნდა ფინანსურად მომგებიანი იყოს ამ რესურსების გამოყენება, მთავარ პრიორიტეტად რჩება სოციალური მხარდაჭერის პროგრამები. ეს არის დამოკიდებულების ცვლილება. ვიღაცისთვის 2012 წლამდე ეს იყო ტვირთი, ახლა ეს ხდება მთავარი ღირებულება. ჩვენ ეკონომიკური განვითარება გვჭირდება იმისათვის, რომ ეს ყველაფერი ემსახურებოდეს მოქალაქეს და არა პირიქით“, - აღნიშნა სარჯველაძემ.