1779808770
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილს საუდის არაბეთის მეფე და ტახტის მემკვიდრე საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს საუდის არაბეთის მეფე სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდი და ტახტის მემკვიდრე, პრემიერ-მინისტრი მოჰამედ ბინ სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ.
„თქვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღის წლისთავთან დაკავშირებით, მაქვს პატივი, თქვენო აღმატებულებავ, მოგმართოთ გულწრფელი მილოცვის სიტყვებითა და საუკეთესო სურვილებით თქვენი ჯანმრთელობისა და ბედნიერებისთვის, ხოლო მეგობარი ქვეყნის - საქართველოს მთავრობასა და ხალხს - ხანგრძლივი პროგრესი და კეთილდღეობა ვუსურვო“, - აღნიშნულია მისალოც წერილებში.