მიხეილ ყაველაშვილი: თურქმენეთში ირაკლი კობახიძის სიტყვაში ყველამ დავინახეთ ჩვენი სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრის ღირსეული სიტყვა, სადაც მან ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ისაუბრა
ირაკლი კობახიძე ღირსეულად იყო წარმოდგენილი თურქმენეთში ღონისძებაზე, პრემიერის სიტყვაში ყველა ღირსეულმა ქართველმა დავინახეთ ჩვენი სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრის ღირსეული სიტყვა, სადაც მან ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არსებულ გამოწვევებზე, გლობალურ ვითარებასა და ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებითაც გზავნილებზე ისაუბრა, რასაც თითქმის ყოველ დღე ჩვენ ვსაუბრობთ და ვართ გულწრფელები, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლების მთავარი მიზანი არის სამშიდობო პოლიტიკა და საქართველოს გაერთიანება.
„სამშვიდობო პოლიტიკა, მშვიდობიანი დაბრუნება, ჩვენს დებთან და ძმებთან ერთად თანაცხოვრება ერთიან საქართველოში, ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი, რომ გაერთიანდეს ჩვენი საქართველო. ჩვენს ძმებთან, ოსებთან და აფხაზებთან ერთად გავაგრძელოთ თანაცხოვრება. ჩვენ საუკუნეების მანძილზე გვიწევდა თანაცხოვრება. საომარი ვითარებები, ის შეცდომები, რაც ორივე მხარემ დავუშვით, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ნელ-ნელა დავივიწყოთ და გადავშალოთ ეს ფურცელი, რომ ერთიან საქართველოში მოგვიწიოს ისევ თანაცხოვრება, როგორც ვცხოვრობდით საუკუნეების მანძილზე.
ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი. ვინც ხედავს ამას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, სჯერა და ჩვენი გულშემატკივარიც არის. რა თქმა უნდა, პროცესი მიმდინარეობს. კიდევ ერთხელ, ამ გამოწვევებიდან გამომდინარე, ჩვენ არ ვართ ის ხელისუფლება, რომ ასეთ მარტივ პროვოკაციებს ავყვეთ, რომ ერთიან სივრცეში რატომ ისხდნენ ირაკლი კობახიძე და რუსეთის პრეზიდენტი, ამაზე დავიწყოთ სპეკულირება. გამოვფხიზლდეთ, სხვა რეალობაა, კიდევ ერთხელ, ჩვენი გზავნილი ყველასთვის ნათელია და ამაზე ვიყოთ პრინციპულები და დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ერთიანობა და მომავალი“,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.