Loading data...
მიხეილ ყაველაშვილი: თუ ეროვნული ინტერესის დაცვა არ ხდება, რა თქმა უნდა, მხოლოდ მშვიდობა და სტაბილურობა არაფერში გვარგია

თუ ეროვნული ინტერესის დაცვა არ ხდება, რა თქმა უნდა, მხოლოდ მშვიდობა და სტაბილურობა არაფერში გვარგია, - ამის შესახებ წლის შემაჯამებელ ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა. 

პრეზიდენტის თქმით, ყველა ღირსეული სახელმწიფო პირველ რიგში ფიქრობს საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებაზე.

„თუ ეროვნული ინტერესის დაცვა არ ხდება, რა თქმა უნდა, მხოლოდ მშვიდობა და სტაბილურობა არაფერში გვარგია. ძალიან მნიშვნელოვანია დამოუკიდებლობა და შენი ეროვნული ინტერესის პირველ ადგილზე დაყენება. მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა მოქალაქემ თავად იგრძნოს საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებაც, ეროვნული ინტერესიც და სამშვიდობო პოლიტიკაც“, - აღნიშნა ყაველაშვილმა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოს არასდროს უთქვამს უარი ევროკავშირის წევრობაზე.

„არასდროს გვითქვამს უარი ვინმესთან კომუნიკაციაზე. ჩვენ ღია ვართ დიალოგისთვის, ოღონდ იქვე ვაფიქსირებთ, რომ ჩვენთან ცვლილებები მოხდება მხოლოდ ჩვენი ეროვნული ინტერესიდან გამომდინარე და არა ვინმეს დაკვეთით“, - დასძინა მიხეილ ყაველაშვილმა.