Loading data...
მიხეილ ყაველაშვილი: თითოეულ ჩვენს თანამემამულეს, თითოეულ ოჯახს, სრულიად საქართველოს ვულოცავ შობის დღესასწაულს

მინდა, თითოეულ ჩვენს თანამემამულეს, თითოეულ ოჯახს, სრულიად საქართველოს მივულოცო ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაული, ასევე, განსაკუთრებით, ჩვენს თანამემამულეებს საზღვარგარეთ და ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს სამების საკათედრო ტაძარში განუცხადა, სადაც საშობაო ლიტურგიას დაესწრო.

მიხეილ ყაველაშვილის თქმით, ქრისტეს შობა არის უდიდესი დღესასწაული ქრისტიანებისთვის.

„განსაკუთრებული მადლობა მინდა, გადავუხადო მართლმადიდებლურ ეკლესიას, მის უწმინდესობას, ჩვენს პატრიარქს მოვულოცო და მადლიერება გამოვხატო იმისთვის, რომ ჩვენს ერში ასე მტკიცედ და მყარად არის ჩვენი სარწმუნოება.

მინდა, საქართველოს ყველა მოქალაქე, ჩვენი თანამემამულე იყოს ბედნიერი. დღევანდელი დღე არის მართლაც უდიდესი დღესასწაული ქრისტიანებისთვის და მინდა, რომ ყველამ გავიხაროთ ამ დღევანდელი დღესასწაულით“, - აღნიშნა ყაველაშვილმა.