Loading data...
მიხეილ ყაველაშვილი სანქციებთან დაკავშირებით ევროკავშირის წარმომადგენლის მადლობაზე: ევროკავშირის, ბრიტანეთის და ამერიკის წარმომადგენლები იყვნენ ჩამოსულები ამ საკითხებთან დაკავშირებით და მათაც ანალოგიური შეფასება გააკეთეს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი გადაცემაში „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე“ გამოეხმაურა სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის წერილს, რომელშიც დევიდ ო’სალივანი საქართველოს მთავრობას მადლობას უხდის „უმაღლეს დონეზე გამოხატული ერთგულებისთვის და უკვე გადადგმული ნაბიჯებისთვის, რათა არ მოხდეს ევროკავშირის მიერ რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების გვერდის ავლა“.

„ევროკავშირის, ბრიტანეთის და ამერიკის წარმომადგენლები იყვნენ ჩამოსულები ამ საკითხებთან დაკავშირებით და მათაც ანალოგიური შეფასება გააკეთეს. აბა, მოუსმინეთ, [ხატია] დეკანოიძე რას საუბრობდა უკრაინის ტელევიზიის ეთერში, რომ საქართველოში რაღაც „შავი ხვრელებია“ და საკუთარ ქვეყანას ადანაშაულებდა. ამაზე ხომ პასუხი არ აქვთ. რატომ ვეძახით ამ ადამიანებს უსამშობლოებს? პრეზიდენტის რანგში ნამდვილად მიჭირს, რომ ასე ვუწოდო საქართველოს რომელიმე მოქალაქეს, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ზიანი მიადგებოდა ჩვენს სამშობლოს, რომლისგანაც გარდა ხელისუფლებისა, ჩვენი საზოგადოების ინფორმირებამ და გონიერებამ გადაარჩინა ქვეყანა. დღეს იმიტომაც ვამბობ, რომ მყარად ვართ. რატომ ვართ მყარად? - იმიტომ, რომ უმრავლესობამ ძალიან კარგად იცის, სად დგას დღეს ჩვენი ქვეყანა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.