Loading data...
მიხეილ ყაველაშვილი საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მაჰმუდ ადიბთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინსტრაცუია ავრცელებს. 

შეხვედრაზე მიხეილ ყაველაშვილმა დიპლომატს მადლობა გადაუხადა დიდი ისტორიის მქონე ორ ქვეყანას შორის ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობის გამყარებისათვის, ასევე, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერისათვის.

პრეზიდენტმა მაჰმუდ ადიბს მომავალ დიპლომატიურ საქმიანობაში წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, ახალი ელჩის აქტიური ჩართულობით საქართველო-ირანის ურთიერთობა კვლავაც დინამიკურად განვითარდება.

შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.