Loading data...
მიხეილ ყაველაშვილი: საქართველო ყალიბდება შუა დერეფნის სავაჭრო, ეკონომიკურ და ციფრულ ჰაბად, ეს საკითხები ჩემს ყველა შეხვედრაზე აღინიშნა

საქართველო ყალიბდება შუა დერეფნის სავაჭრო, ეკონომიკურ და ციფრულ ჰაბად. ეს საკითხები ჩემს ყველა შეხვედრაზე აღინიშნა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სიტყვით გამოვიდა ფორუმზე, რომელიც ეძღვნებოდა ხელოვნური ინტელექტის როლს მსოფლიოში.

„საკმაოდ საინტერესო დისკუსიები წარიმართა და ჩვენ ამ მიმართულებითაც გვაქვს ინიციატივები. საქართველო ამ დროისთვის წამყვანია ხელოვნური ინტელექტის დატვირთვის კუთხით და ჩვენი სურვილია, რომ ეს მიმართულება საქართველოში კიდევ უფრო კარგად იყოს განვითარებული.

მქონდა შესაძლებლობა შევხვედროდი გაეროს გენერალურ მდივანს ბატონ გუტერეშს. დღეს შევხვდი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორს და ყველა ერთხმად აღნიშნავს საქართველოს განვითარების ტემპს, მის ეკონომიკურ წინსვლას, სამშვიდობო პოლიტიკას, ლოგისტიკურ ჰაბს, სამხრეთ კავკასიის შუა დერეფნის და ბედნიერი ვიყავი, რომ ასეთი კარგი შეფასება დაიმსახურა საქართველომ“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.