მიხეილ ყაველაშვილი: მივესალმები ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ვიზიტს საქართველოში, ეს კარგი შესაძლებლობაა აქტუალურ საკითხებზე დისკუსიის გამართვისა და მომავალი თანამშრომლობის გაღრმავებისთვის
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ესაუბრა.
მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, ეს ვიზიტი კარგი შესაძლებლობაა აქტუალურ საკითხებზე დისკუსიის გამართვისა და მომავალი თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.
მისი თქმით, 2012 წლიდან საქართველო არის და რჩება დემოკრატიული პრინციპების, ადამიანის უფლებებისა და სამართლის უზენაესობის მტკიცე მხარდამჭერად.
„მივესალმები ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ვიზიტს საქართველოში. პერე ჟოან პონს სამპიტეროს ვიზიტი კარგი შესაძლებლობაა აქტუალურ საკითხებზე დისკუსიის გამართვისა და მომავალი თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.
შეხვედრაზე ვისაუბრეთ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. აღვნიშნე, რომ 2012 წლიდან მოყოლებული, საქართველო იყო და კვლავ რჩება დემოკრატიული პრინციპების, ადამიანის უფლებებისა და სამართლის უზენაესობის მტკიცე მხარდამჭერი.
ხაზგასმით აღვნიშნე, რომ საქართველო უცვლელად მოქმედებს როგორც კონსტრუქციული და პასუხისმგებლობის მქონე მონაწილე სახელმწიფო, რომელიც მრავალმხრივი თანამშრომლობის განმტკიცებისა და დიალოგის ერთგულია“, - წერს ყაველაშვილი.
At the Presidential Palace, I met with Pere Joan Pons Sampietro, President of the OSCE Parliamentary Assembly (OSCE PA).
— Mikheil Kavelashvili (@GeoPresident_) March 10, 2026
As I stated during the meeting, I welcome the OSCE PA President’s visit to Georgia. His visit presents an excellent opportunity to discuss pressing issues and… pic.twitter.com/jgY7ADeelM