Loading data...
მიხეილ ყაველაშვილი: გვჯერა, რომ სამხრეთ კავკასია მსოფლიოში ერთ-ერთი ოაზისი იქნება

„გვჯერა, რომ სამხრეთ კავკასია მსოფლიოში ერთ-ერთი ოაზისი იქნება“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა.

პრეზიდენტის მიაჩნია, რომ მეზობელ ქვეყნებს საქართველოს პოზიციონირება კარგად ესმით, რაც ხელს უწყობს კარგი ურთიერთობების ჩამოყალიბებას.

„ჩვენმა მეზობლებმა ძალიან კარგად გაიგეს ჩვენი პოზიციონირება, ჩვენ ღიად საუბრობდით - სუვერენიტეტის, ეროვნული ინტერესის დაცვა, რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის მიმართ ყველა პლატფორმაზე შეერთება - სწორედ ამ შექმნა კარგი ურთიერთობების ჩამოყალიბება და ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ მშვიდობას ვინარჩუნებთ, ამ მშვიდობის ფორმატში ხდება ამ ქვეყნებთან ჩვენი ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების დაბალანსება, მათ თავადაც დაინახეს ეს შესაძლებლობები“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

პრეზიდენტი სერბეთში გამართულ ვიზიტსაც შეეხო და ალექსანდრე ვუჩიჩს მასპინძლობისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

„ჩვენ ყველასთან ვმეგობრობთ, მაგრამ ასე ახლოს მდგომი ხალხის სიყვარული იშვიათია. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო სერბეთის პრეზიდენტს ალექსანდრე ვუჩიჩს, ძალიან წარმატებულ ვიზიტად ვთვლი. თითქმის ყველა სფეროს შევეხეთ, შევეხეთ ამ ომსაც, ეს არის დასაწყისი ჩვენი ქვეყნების მჭიდრო ურთიერთობებისა“, - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.