Loading data...
მიხეილ ყაველაშვილი ევროკავშირზე: ჩვენი და ევროკავშირის ურთიერთობები თითქმის ყოველკვირა, ყოველთვე იცვლის ხასიათს

„ჩვენი და ევროკავშირის ურთიერთობები თითქმის ყოველკვირა, ყოველთვე იცვლის ხასიათს, თუმცა ძალიან კარგია, რომ საქართველოს მოქალაქეებში რეალური სახე მიეცა ნამდვილ ევროკავშირს, ნამდვილი ევროპის აღქმას და იმ ბიუროკრატიას, რომელსაც წარმოადგენს კაია კალასი“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობაზე საუბრისას.

პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირის შეფასებებმა ქართულ საზოგადოებაში ფასი დაკარგა და ევრობიუროკრატების გზავნილებს აღარ აქვს ის დატვირთა, რომელიც სამი, ოთხი ან ათი წლის წინ ჰქონდა.

„რატომ დაკარგა ფასი? მგონი ამასაც მარტივად ესმება ხაზი. ჩვენი საზოგადოების თითქმის უმრავლესობა მარტივად ხვდება, რომ ის ორმაგი სტანდარტი, არასამართლიანი დამოკიდებულება, მათი მხრიდან დარღვეული დიპლომატიური ხედები, არჩევნებში ჩარევები, ეს ყველაფერი ერთად აღებული ქმნის, ჩვენდა სამწუხაროდ, არსებული ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებას და ამაში პირდაპირ შეგვიძლია ჩვენ დავადანაშაულოთ ევრობიუროკარტია, რომელმაც აჩვენა სახე და თავად ევროკავშირის კრიზისი, რომელზეც არა მარტო საქართველო, არამედ ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ძლიერი სახელმწიფო - აშშ, არსებულ ევროკავშირში ჩვენი თანამოაზრე ქვეყნების ლიდერები, უნგრეთი, სლოვაკეთი საუბრობს, ჩეხეთმაც დაიწყო [საუბარი]. გერმანიასა და საფრანგეთს შორის უთანხმოებებია, ეს მოასწავებს კრიზისს ევროკავშირში. ჩვენ მუდმივად მოვუწოდებდით [ევროკავშირს], რომ ყოფილიყო კონსტრუქციული, სამართლიანი, თანასწორი დამოკიდებულება, ის, რისთვისაც ჩვენ გვაქვს სურვილი გავხდეთ ევროკავშირის წევრი“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.