Loading data...
მიხეილ ყაველაშვილი ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო გადახედვაზე: ეს სპეკულაციაა, რომ ჩვენს საზოგადოებაში ვნებათაღელვა გამოიწვიონ და როგორმე მოხდეს ხელისუფლების ცვლილება

„ეს [უვიზო რეჟიმის გადახედვა] სპეკულაციაა, რომ გამოიწვიონ ჩვენს საზოგადოებაში ვნებათაღელვა, რომ როგორმე მოხდეს ხელისუფლების ცვლილება“, - განაცხადა გადაცემა „იმედი LIVE“-ში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა.

წამყვანმა მას ჰკითხა, რას ფიქრობს იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა ევროკავშირმა საქართველოსთან მიმართებით უვიზო რეჟიმის საკითხს გადახედოს.

„ეს [უვიზო რეჟიმის გადახედვა] სპეკულაციიაა, რომ გამოიწვიონ ჩვენს საზოგადოებაში ვნებათაღელვა, რომ როგორმე მოხდეს ხელისუფლების ცვლილება. აღარც მალავენ, რომ ეს [„ქართული ოცნების“] ხელისუფლება არ აწყობთ. არასდროს გვითქვამს, რომ ევროკავშირში ყოფნა არ გვინდა, მაგრამ რის სანაცვლოდ?! წარმოგიდგენიათ მაკა ბოჭორიშვილი რომ ჩავიდეს რომელიმე ევროპულ ქვეყანაში და მოქმედი ხელისუფლების საწინააღმდეგოდ ვინმეს მხარდაჭერა გამოუცხადოს ისე, რომ თან ამ ხელისუფლებასთან უნდოდეს ურთიერთობა?! როგორ წარმოგიდგენიათ?!“, - აღნიშნა ყაველაშვილმა.