მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ ვიქნებით თანმიმდევრული, თავის დროზე მოხდება არჩევნების თარიღის გამოცხადება და თავისუფალ გარემოში ყველას ექნება შესაძლებლობა, რომ მიიღოს ამ არჩევნებში მონაწილეობა

„ჩვენ ვიქნებით თანმიმდევრული, თავის დროზე მოხდება არჩევნების თარიღის გამოცხადება და თავისუფალ გარემოში ყველას ექნება შესაძლებლობა, რომ მიიღოს ამ არჩევნებში მონაწილეობა. მივესალმები ყველა იმ ძალას, ვინც ამ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას და საკუთარ გზავნილებს მიიტანს თავის ამომრჩევლამდე და საზოგადოებამდე“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობაზე საუბრისას.
„აუცილებელია, რომ გაჯანსაღდეს ოპოზიციური ფლანგი, ეს პირველ რიგში, ჩვენს ქვეყანას სჭირდება. გამარჯვებულ პარტიას ყოველთვის სჭირდება კონკურენტი. ჩვენ ერთმანეთს უნდა შევეჯიბროთ უკეთეს მართვაში, ამაში უნდა იყოს საზოგადოება ჩართული და მომთხოვნი, რომ რომელია უკეთესი და არა რუსულია თუ ევროპული. ტერმინს „რუსული“ მიზანმიმართულად იყენებენ, რომ ზიზღი გააღვივონ.
ახლა ვინც არიან წარმოდგენილები, თავის თავზე დამოკიდებულები არ არიან. შეიძლება არსებობენ ძალები, რომლებიც გაერთიანდებიან და ერთობლივად მიიღებენ ამ პროცესებში მონაწილეობას და იბრძოლებენ გამარჯვებისთვის“, - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.