მიხეილ ყაველაშვილი: აუცილებლად გვინდა, რომ ევროპის ნაწილი ვიყოთ, იმედი გვაქვს, ევროპა პოვებს ძალას თავის თავში, რომ გადარჩეს და იყოს ისეთი, როგორც მას ტრადიციულად შეეფერება
არავინ ჩვენი მხარდამჭერი არ იქნება, თუ ჩვენ თავად არ ვიქნებით ჩვენი ქვეყნის ინტერესების დამცველი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.
ყაველაშვილის თქმით, ქვეყანაში სტაბილურობა და მშვიდობა გამოიწვია იმან, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა იყო ინფორმირებული იმ გამოწვევებთან დაკავშირებით, რაც დღეს ევროკავშირთან მიმართებით მიმდინარეობს.
„წლების წინ ჩვენ მიერ იყო ინფორმირება ჩვენი საზოგადოების, ჩვენს მომხრეებშიც იწვევდა განსაკუთრებულ ვნებათაღელვას, რომ რატომ ვსაუბრობდით ასე პირდაპირ, რაში იყო საქმე. დღეს კიდევ აშკარად გამოჩნდა მთლიანი სურათი არსებული გამოწვევებისა ამ გლობალიზაციის სახით, სადაც ჩვენ წინასწარ გავაანალიზეთ. მთავარი საკითხი იყო, რომ ჩვენი საზოგადოება მომზადებული ყოფილიყო ამ გამოწვევებისთვის, რაც დღეს, პრინციპში, გამოიკვეთა კიდევაც ევროკავშირთან მიმართებით, მის ბიუროკრატიის მმართველობასთან, ამერიკის შეერთებული შტატების ერთგვარ დაპირისპირებასთან. ასეთ სიტუაციაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ფხიზლად ვიყოთ. კიდევ უფრო მეტად ვიყოთ ინფორმირებული მთლიანად საქართველოს მოქალაქეები ამ სიტუაციაში. რა თქმა უნდა, შედეგებზე უნდა ვიმსჯელოთ. იმან გამოიწვია სტაბილურობა და მშვიდობა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა იყო ინფორმირებული იმ გამოწვევებთან დაკავშირებით, რაც დღეს მიმდინარეობს ევროკავშირთან მიმართებით, რიგ ქვეყნებში ერთმანეთთან დამოკიდებულებაში, ამერიკისა და ევროკავშირის ბიუროკრატიას შორის. ეს ჩვენ რას გვაძლევს, რომ კიდევ კარგად დავაკვირდეთ მოვლენებს. ყოველთვის ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ არავინ ჩვენი მხარდამჭერი არ იქნება, თუ ჩვენ თავად არ ვიქნებით ჩვენი ქვეყნის ინტერესების დამცველი. ეს გამოიკვეთა დღევანდელ სიტუაციაში“,- განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე განცხადებით, მზად არიან ევროკავშირთან დიალოგისთვისაც, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირს აქვს კრიზისი და სხვადასხვა გამოწვევა.
„კიდევ კარგად უნდა ვიყოთ ფხიზლად, რომ ამ მოვლენებიდან გამოვიდეთ გამარჯვებული. ვგულისხმობ გამარჯვებას იმაში, რომ არ დავუშვათ საქართველოში რადიკალური ძალადობრივი მოქმედებები, სხვა ქვეყნის ჩარევები. ვიყოთ მომართული იმისთვის, რომ უფრო მეტად მშვიდობიანი, სტაბილური და უსაფრთხო გავხადოთ ჩვენი ქვეყანა. ამავე დროს, გავაგრძელოთ განვითარების გზა. პროცესი, რა თქმა უნდა, არ იქნება მარტივი, მაგრამ ჩვენ ვიძლევით იმის მაგალითს, რომ ჩვენი სახელმწიფოს ასეთი მიდგომა, რომ პირველ რიგში უნდა დაიცვა შენი საკუთარი ეროვნული ინტერესები და ამ კონტექსტში გქონდეს თანასწორუფლებიანი ურთიერთობები ყველა ქვეყანასთან, ყველასთვის ნათელი უნდა იყოს ჩვენი გზავნილები, რომ ჩვენ გვინდა მშვიდობა, სტაბილურობა ეკონომიკური განვითარება და მზად ვართ ყველასთან დიალოგისთვის.
რაც შეეხება ევროკავშირთან, ამას მუდმივად ვიმეორებ, მიუხედავად იმისა, რომ მათ აქვთ კრიზისი, მათ აქვთ სხვადასხვა გამოწვევა, იქაც ვიმედოვნებთ, რომ ეს ჯანსაღი პროცესები, იმედი გვაქვს, რომ პოვებს განვითრებას ის, რასაც იმსახურებს ევროპა. რისთვისაც გვაქვს ჩვენ ეს მოლოდინი, რომ ჩვენ აუცილებლად გვინდა, რომ ევროპის ნაწილი ვიყოთ. ამ იმედით უნდა ვიყოთ, რომ ევროპა პოვებს თავის ძალას თავის თავში, რომ გადარჩეს და იყოს ისეთი, როგორც მას შეეფერება ტრადიციულად, საუკუნეების მანძილზე“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.