მიხეილ ყაველაშვილი: ანწუხელიძისა და შინდისის ბიჭების გმირობის შემდეგ მაშინდელი ხელისუფლება დაუთბა რუსეთს, მაშინ არც ანწუხელიძე ახსოვდათ და არც შინდისის გმირები
ხოშტარია-ჯაფარიძე გამოდიოდნენ, რუსულ ფულს სუნი არა აქვსო და ჩვენ მივესალმებით რუსულ ინვესტიციებს და რუს ტურისტებს საქართველოშიო, დღეს ეს უტიფარი ხალხი საერთოდ გვიშლის საუბარს, პირდაპირ რუსოფობიით არიან დაკავებული, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება არავის კარნახით მოქმედებას არ დაუშვებს.
„ნაციონალური მოძრაობისთვის“ რუსეთი ოკუპანტი არ გამხდარა. რუსეთი გახდა მათთვის პარტნიორი, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რომ საქართველოს ხმა სჭირდებოდა, მათ მიიღეს ეს ხმა. რუსეთი გახდა მფლობელი ჩვენი სტრატეგიული ობიექტების, რომლებიც პირდაპირი წესით მიყიდეს. ხოშტარია, ჯაფარიძე გამოდიოდნენ, რუსულ ფულს სუნი არა აქვსო და ჩვენ მივესალმებით რუსულ ინვესტიციებს და რუს ტურისტებს საქართველოშიო. ორმაგ სტანდარტზე მაქვს საუბარი. ეს უტიფარი ხალხი, რომელიც დღეს საერთოდ გვიშლის საუბარს, პირდაპირ რუსოფობიით არიან დაკავებული, დაგვდევენ მიკროფონებით, რაიმე რომ წამოგვაცდევინონ, თითქოს ჩვენ ვაღიარებთ და პარტნიორები ვართ რუსების.
სწორედ ანწუხელიძის გმირობის, ამ ბიჭების გმირობის შემდეგ მაშინდელი ხელისუფლება დაუთბა რუსეთს. რატომ დაუთბა, იცით? იმიტომ, რომ დავალება იყო რუსეთთან პოლიტიკის დათბობა. მაშინ არც ანწუხელიძე ახსოვდათ და არც შინდისის გმირები. პირდაპირ ეგებებოდნენ ამ ადამიანებს ეს უსირცხვილოები. როცა დაკვეთა მიიღეს, მაშინ გახდა რუსეთი პარტნიორი. შემდეგ დაკვეთა მიიღეს, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ აუცილებელი იყო აგრესია და აქ მეორე ფრონტის გახსნა. აქ არის ერთი მაგრამ, დღეს საქართველოს ჰყავს ეროვნული ინტერესის მატარებელი ხელისუფლება, რომელიც არაფრის დიდებით არ დაუშვებს არავის კარნახით მოქმედებას. საქართველოს ხელისუფლება იმოქმედებს ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე და სწორედ აქ მიდის ბრძოლა“, – განაცხადა ყაველაშვილმა.