Loading data...
მეუფე იაკობი: ამ ბოლო ომს ბევრი განიცდის, თითქოს მანამდე ომი არ ყოფილიყო, პირველად მოხდა, რომ ქართველი ერი გონივრულად მოიქცა და მხარე არ გახდა - ვისი მხარე უნდა იყო - ოკუპანტის, თუ იმის, ვინც იჩაგრება, მაგრამ მისი ხელისუფლება გიტევს?

„ძალიან არეულია მსოფლიო და ეს არევა ძალიან დიდი საშინელებაა“, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.

როგორც მეუფე იაკობმა ქადაგებისას აღნიშნა, ქართველი ერი გონივრულად მოიქცა - მხარე არ გახდა

„ვითომ ღმერთზე ვლაპარაკობთ და დავიწყებული გვყავს ღმერთი, ომებია. ახლა ეს ბოლო ომი ისეთი ომია, რომ ძალიან ბევრს ლაპარაკობენ ამ ომზე, ძალიან ბევრი განიცდის, თითქოს მანამდე ომი არ  ყოფილა. აბა გადავხედოთ, ავღანეთს რამდენი წელი იყო იქ და რამდენი წელია ვერ დალაგდნენ. ასევე, აფრიკა ავიღოთ, ახლო აღმოსავლეთი. ამ ომმა შეგვაწუხა იმიტომ, რომ ევროპაშია.

ბევრმა იგრძნო, ძალიან ცუდი რამ შეიძლება დაგვემართოს და რა უნდა გავაკეთოთ? პირველად მოხდა, რომ ქართველი ერი გონივრულად მოიქცა - მხარე არ გახდა. მხარე როგორ უნდა გავმხდარიყავით, ამ საშინელ ომში, ვისი მხარე უნდა იყო? ოკუპანტის მხარეს უნდა დადგე თუ, თუნდაც რომ იჩაგრება, მაგრამ იმის ხელისუფლება რომ გიტევს, ხომ? ბევრჯერ ვთქვი და გავაფრთხილე. ვფიქრობდი, გონიერება ევროპაშიც ეყოფოდათ, სხვადასხვა ქვეყნების ხელისუფლებასაც. დღეს სიტუაცია ისეა, საქართველოს ვინც ცუდს გაუკეთებს, თვალნათლივ ნახავს ღვთის საყვარელი ერის გამო, რა შეიძლება მოხდეს.

ღმერთს ვთხოვ, ყველა ერი დაიფაროს და სიმშვიდე იყოს იმიტომ, რომ თავისი ერის ცუდად მოხსენიებას და მოპყრობას ღმერთი არ დაუშვებს“, - აცხადებს მეუფე იაკობი.