მერობის კანდიდატი მარნეულში დაურ ისმაილოვი: ტურისტული მიმართულების გარდა, ჩვენ აუცილებლად ყურადღებას გავამახვილებთ შემდეგ მიმართულებებზე, როგორიც არის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, სოფლის მეურნეობა

ქალაქის, მშობლიური მუნიციპალიტეტის კეთილდღეობისთვის, განვითარებისა და წინსვლისთვის, - განაცხადა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა მარნეულში დაურ ისმაილოვმა.
მისივე თქმით, მისი მერად არჩევის შემთხვევაში ყურადღებას გაამახვილებს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე, სოფლის მეურნეობაზე.
„მარნეულში პირველად ადამიანმა შექმნა ღვინო, რომელიც არის ნაკლებად ცნობილი და ჩვენი მოვალეობაა, რომ იყოს მაქსიმალურად პოპულარიზებული.
ტურისტული მიმართულების გარდა, ჩვენ აუცილებლად ყურადღებას გავამახვილებთ შემდეგ მიმართულებებზე, როგორიც არის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, სოფლის მეურნეობა. მარნეულში არის ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა და ჩვენ აუცილებლად, მომავალში ვიზრუნებთ, რომ მათ შეძლონ თავიანთი შესაძლებლობების რეალიზება“, - განაცხადა მერობის კანდიდატმა მარნეულში.