Loading data...
„მელიები არ შეიძლება ქვეყნის პოლიტიკაში იყვნენ, კლოუნი ხარ“ - ვახტანგ მეგრელიშვილი ნიკა მელიას

„მელიები არ შეიძლება ქვეყნის პოლიტიკაში იყვნენ“, - ასე მიმართა პოლიტიკური პარტია „გირჩის“ წარმომადგენელმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერ, ნიკა მელიას საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში საუბრისას. 

მეგრელიშვილმა მელიას „კლოუნი“ უწოდა. 

„მელიები არ შეიძლება ქვეყნის პოლიტიკაში იყვნენ. კლოუნი ხარ. ასეთი ადამიანები არ შეიძლება პოლიტიკაში იყვნენ. ბავშვები ჩემთან მოიყვანეთ სკოლაში. არ შეიძლება ტყუილის და მართლის გარჩევა იყოს ასეთი პრობლემა. თქვენ, ჟურნალისტს არ გქონდეთ საშუალება ეს სიგიჟე გააჩეროთ. შენი აზრი არ გაგაჩნია. ისეთ რამეს აკეთებ რომ ჩვენ, არცერთმა აზრი არ გამოვთქვათ ეთერში რომ შენ შემთხვევით არ მოგიწიოს ამ აზრზე პასუხის გაცემა“, - განაცხადა მეგრელიშვილმა. 

ვახტანგ მეგრელიშვილის საპასუხოდ მელიამ თქვა - „შენთან ბავშვი ვინ უნდა მოიყვანოს, შენ უნდა აღზარდო ბავშვი“? 

მელია-მეგრელიშვილის კამათს „გირჩის“ კიდევ ერთი წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი გამოეხმაურა. 

„ეს არის შემოგზავნილი ტიპი, რომელმაც უნდა მოკლას დისკუსია“, - თქვა რაქვიაშვილმა ნიკა მელიასთან დაკავშირებით.