Loading data...
მდინარაძე: როდესაც გაგვაკრიტიკებენ, გაგვცენ პასუხი, რატომ არ შეიძლება საქართველოსთვის ის, რაც შეიძლება უფრო მკაცრი ფორმით საფრანგეთისთვის, ევროკავშირისთვის? პასუხი არ არსებობს

როდესაც გაგვაკრიტიკებენ, ვინმემ გაგვცეს პასუხი, რატომ არ შეიძლება საქართველოსთვის ის, რაც შეიძლება უფრო მკაცრი ფორმით საფრანგეთისთვის, ევროკავშირისთვის? პასუხი არ არსებობს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ხომ არ უთქვამს ბატონ ბორელს, რატომ აშორებს გამჭვირვალობა ევროპას საქართველოს? რაც შეიძლება საფრანგეთისთვის უფრო მკაცრი ფორმით, რატომ არ შეიძლება საქართველოსთვის? ვინმემ გაგვცეს ამაზე პასუხი.

როდესაც გაგვაკრიტიკებენ, ვინმემ გაგვცეს პასუხი, რატომ არ შეიძლება საქართველოსთვის ის, რაც შეიძლება უფრო მკაცრი ფორმით საფრანგეთისთვის, ევროკავშირისთვის და ა.შ. ამაზე პასუხი არ არსებობს.

რაც შეეხება პირობას, როდესაც მე და თქვენ რაღაცას ვამბობთ - მე ვამბობ, რომ გავიწვიე კანონი და აღარ დავაბრუნებ, თქვენ ამბობთ, რომ ისედაც გამჭვირვალეა „ენჯეო“ სექტორი. როდესაც შემდეგ ისედაც გამჭვირვალე კი არა, კიდევ უფრო გაუმჭვირვალე ხდება, ჩემი პირობა შეუძლებელია, ძალაში იყოს.

ჩემი ვალდებულებაა საქართველოსა და ქართველი ხალხის წინაშე, რომ მოვიქცე სხვანაირად. ისევ დავაინიცირო კანონი და ისევ მივცე მსვლელობა ამ საკითხს. დიახ, დაირღვა პირობა გამჭვირვალობის შესახებ. კიდევ უფრო გაუმჭვირვალე გახდა და შენ დაარღვიე პირობაო აქეთ გვიტრიალებენ“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.