1746697230
პოლიტიკა
მათიკაშვილი: ზურაბიშვილი რაღაც თამაშშია ჩართული, უფრო საბავშვო ბაღის პრინციპით მოქმედებს, ქალაქობანას, სახლობანას და ახლა უკვე აღლუმობანას თამაშობს

„სალომე ზურაბიშვილი რაღაც თამაშშია ჩართული, უფრო საბავშვო ბაღის პრინციპით მოქმედებს, ქალაქობანას, სახლობანას, ოჯახობანას და ახლა უკვე აღლუმობანას თამაშობს“,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ზურაბიშვილს სანამდეც ეყოფა ფანტაზია, შეუძლია, მიჰყვეს, მაგრამ ქართველი ხალხი სად იდგება და როგორ აღნიშნავს, საზოგადოებამ კარგად იცის.
„მცდელობაა, სიმბოლოების მნიშვნელობა გააუბრალოოს. ეს იმ ძალის ხელწერაა, რომელსაც საქართველოში მშვიდობა და პროგრესი არ სურს. სამწუხაროდ, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ამ ძალების რიგითი წარმომადგენელია, რომელიც ხელფასს იმ ინსტიტუტისგან იღებს, ვისაც ამერიკის პრეზიდენტი მოძალადე ჰგონია“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.