Loading data...
მათიკაშვილი „სირცხვილია“-ს წევრის მხრიდან ღუდუშაურის შეურაცხყოფაზე: ეს არის ნაცური მორალი, ფაშისტური თავდასხმები ადამიანებზე

„ეს არის ნაცური მორალი, უფრო სწორად მორალის არქონა. ფაშისტური თავდასხმები ადამიანებზე, მცდელობა, რომ ისინი წყობიდან გამოიყვანონ“, - ასე ეხმაურება მმართველი გუნდის წევრი დავით მათიკაშვილი ალუდა ღუდუშაურის მისამართით განხორციელებულ სიტყვიერ შეურაცხყოფას, რომელიც ორგანიზაცია „სირცხვილია“-ს წევრმა მიაყენა. 

მათიკაშვილი ამ ფაქტს ფაშისტურ თავდასხმად აფასებენ.

„ვითომ აღშფოთებული რიგითი მოქალაქე, სინამდვილეში ჩვეულებრივი რიგითი ნაცები. ეს ყველაფერი კიდევ ერთი დასტურია იმის, თუ რა რეჟიმი იყო 2012 წლამდე და დღეს, ამ ყველაფერს, სახელმწიფოს მხრიდან, რომ ვეღარ ახერხებენ , ხელში იარაღი, რომ ვერ უჭირავთ, ციხეებში, რომ ვერ ამწყვდევენ ხალხს და ა.შ.

ამ ყველაფერს ცდილობენ ქუჩიდან ასეთი ფაშისტური მეთოდებით განახორციელონ. უნდა დასრულდეს ეს ლიბერალური ფაშიზმი საქართველოში. და საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ამოიწურება ის რესურსი, რაც ამ სიძულვილს ახასიათებს, პირდაპირ „ნაცებიდან“, რაც მომდინარეობს“, - აღნიშნავს მათიკაშვილი. 

ცნობისთვის, საგამოძიებო კომისიის წევრს ალუდა ღუდუშაურს ორგანიზაცია „სირცხვილია“-ს წევრი მიეჭრა, ვიდეო გადაუღო და სოციალურ ქსელში ატვირთა.