მათიკაშვილი: სინამდვილეში, იდეა და იდეოლოგია, რომლის ბელადსაც მიხეილ სააკაშვილი წარმოადგენს, სამწუხაროდ, კვლავაც არის ცოცხალი საქართველოში
„სინამდვილეში, იდეა და იდეოლოგია, რომლის ბელადსაც მიხეილ სააკაშვილი წარმოადგენს, სამწუხაროდ, კვლავაც არის ცოცხალი საქართველოში და ამ იდეოლოგიის გარშემო ხდება უძღები შვილების კვლავ გაერთიანება“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რითაც ის „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა.
„ჯერ დაიშალა „ნაციონალური მოძრაობა“, ვითომ, შემდეგ ისევ გაერთიანდა. ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს. არის ეს მოცემულობა, თეატრი შაპიტო, რომელსაც ქართული საზოგადოება 2012 წლიდან დღემდე აკვირდება.
სინამდვილეში, იდეა და იდეოლოგია, რომლის ბელადსაც მიხეილ სააკაშვილი წარმოადგენს, სამწუხაროდ, კვლავაც არის ცოცხალი საქართველოში და ამ იდეოლოგიის გარშემო ხდება უძღები შვილების კვლავ გაერთიანება.
მაგრამ, მოცემულობა არის შემდეგი - შიგნით ვინ იქნება პირველი, ვინ იქნება პირველი ანტიქართველი, პირველი ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნე და ვინ ჩაიბარებს იმ დესტრუქციას, რომელსაც ჰქვია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.
არ არის გამორიცხული, შეწირონ კონკრეტული პირები ამ თემას, ისე წარუდგინონ საზოგადოებას, თითქოს ხდება რაღაც ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი. ალბათ, სიტყვა ჯანსაღი და „ნაცმოძრაობა“ არის სწორედ ის ტერმინები, რომელიც აბსოლუტურად არ შეესაბამება და შეესატყვისება ერთმანეთს“, - აღნიშნავს მათიკაშვილი.