მათიკაშვილი: შუბებით, არბალეტებით და მშვილდისრებით შეიარაღებული სპეცსამსახურის თანამშრომლები დასდევდნენ და ანადგურებდნენ მომიტინგეებს, რატომ ვერ შეამჩნია BBC-იმ? სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს
ეს პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ნივთიერების გამოყენება რომ დააფიქსირეს, რატომ ვერ შეამჩნიეს, რომ მაგ დროს შუბებით, არბალეტებით და მშვილდისრებით შეიარაღებული სპეცსამსახურის თანამშრომლები დასდევდნენ და ანადგურებდნენ მომიტინგეებს, ან ლოდმტყორცნებს რომ იყენებდნენ ჩვენი სპეცსამსახურის თანამშრომლები, რატომ ვერ შეამჩნია BBC-იმ?“ - ასე ეხმაურება მმართველი გუნდის წევრი დავით მათიკაშვილი BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ქართულ პოლიციას ბრალდება მომწამლავი გაზის გამოყენება რადიკალური აქციის მონაწილეების მისამართით.
მისი თქმით, „მთავარია ის, ვინ მიაწოდა მათ ეს აბსურდი, ყოველგვარ ზღვარს გადასული მსჯელობა“.
„სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. მთავარია ის, ვინ მიაწოდა მათ ეს აბსურდი, ყოველგვარ ზღვარს გადასული მსჯელობა. არ გააჩნია არანაირი ლოგიკური, ადამიანური ახსნა, გარდა ერთისა - იმ გებელსისეული მეთოდებით ისეთი ტყუილი დააბრალონ ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფს, რომ შემდეგ საკუთარი ნეგატიური ინტერესის განხორციელება გაუადვილდეთ. სხვათა შორის, ეს ის ტელეკომპანიაა, რომლის დირექტორიც და მთავარი ამბის ხელმძღვანელიც გადადგა, თუ არ ვცდები, რადგან ტრამპის მიმართ ტყუილის შემცველი ინფორმაცია გაავრცელა“, - აღნიშნავს მათიკაშვილი.