Loading data...
მათიკაშვილი: სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში, ევრობიუროკრატიის როლი საქართველოში იყო არა მშვიდობისკენ მიმავალი ხელისუფლების მხარდაჭერა, არამედ მცდელობა, ეს ხელისუფლება შეცვლილიყო მარიონეტული მთავრობით

სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში, ევრობიუროკრატიის როლი საქართველოში იყო არა მშვიდობის დახმარება, მშვიდობისკენ მიმავალი ხელისუფლების მხარდაჭერა, არამედ მცდელობა, ეს ხელისუფლება შეცვლილიყო მარიონეტული მთავრობით“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გამოქვეყნებულ ტექსტს, სადაც ნათქვამია, რომ გაერთიანების შექმნის დღიდან 70 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ომი არ ყოფილა - ეს ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების ისტორიული მიღწევაა.

მისი თქმით, საქართველოში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არცერთი პოლიტიკურად აქტიური მოვლენა არ მომხდარა, რომ ევროფონდებიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები, არ ჩადიოდნენ კანონდარღვევებს.

„ჩვენ გვეუბნებიან, რომ ევროკავშირი არის მშვიდობა, მშვიდობის გზა და იქ ომი არ მომხდარა ამდენი ხნის განმავლობაში. ამავდროულად, არ მომხდარა საქართველოში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არცერთი პოლიტიკურად აქტიური მოვლენა, სადაც ევროფონდებიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები, კონკრეტული რადიკალები არ ჩადიოდნენ კანონდარღვევებს, არ ახდენდნენ  მოვლენების რადიკალიზაციას, არ ისროდნენ მოლოტოვის კოქტეილებს. ამ ყველაფრის ფონზე, ევრობიუროკრატია, იმის ნაცვლად, რომ გამიჯვნოდა ასეთ სამწუხარო და დანაშაულებრივ მოვლენებს, პირიქით, ხდებოდა გაიდეალიზება მოლოტოვის კოქტეილის სროლის.

სამწუხაროს, ბოლო პერიოდში, ევრობიუროკრატიის როლი საქართველოში იყო არა მშვიდობის დახმარება, მშვიდობისკენ მიმავალი ხელისუფლების მხარდაჭერა, არამედ მცდელობა, ეს ხელისუფლება შეცვლილიყო მარიონეტული მთავრობით. ამ განცხადებებთან ერთად, ქმედითი ნაბიჯებით დაადასტურონ სურვილი იმისა, რომ საქართველომ იაროს მშვიდობის გზით“, - აღნიშნავს მათიკაშვილი.