მათიკაშვილი პრეზიდენტის მიერ ხაზარაძე-ჯაფარიძის შეწყალებაზე: ხავსიც აღარ შერჩათ ხელში იმისთვის, თქვან 4 ოქტომბერს, რომ მათი მარცხი არის რაღაცის, ან ვიღაცის ბრალი

„პრეზიდენტმა მიიღო სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება და ეს ორი დამნაშავე [ხაზარაძე-ჯაფარიძე] ციხიდან გარეთ გამოუშვა“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა დავით მათიკაშვილმა პრეზიდენტის მიერ ხაზარაძე-ჯაფარიძის შეწყალებაზე საუბრისას განაცხადა.
„მიუხედავად იმისა, რომ დამნაშავე პირთა ციხეში ყოფნა ის მოცემულობაა, რომელიც სამართლებრივი პოზიციაა, არჩევნები არჩევნებია და აბსოლუტურად კონკურენტულ გარემოში ტარდება.
რადგანაც პოლიტიკური მდგენელი არსებობს და არ უნდა გაჩნდეს მიზერული საფუძველიც კი იმისთვის, რომ მანიპულაციები და პროვოკაციები ამ თემასთან გაღრმავდეს, პრეზიდენტმა მიიღო სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება და ეს ორი დამნაშავე [ხაზარაძე-ჯაფარიძე] ციხიდან გარეთ გამოუშვა.
ახლა საინტერესოა რაღას დააბრალებენ, ხავსიც აღარ შერჩათ ხელში იმისთვის, თქვან 4 ოქტომბერს, რომ მათი მარცხი არის რაღაცის, ან ვიღაცის ბრალი“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.