Loading data...
მათიკაშვილი ოპოზიციის მიერ მანდატების დატოვებაზე: სანამ კონკრეტულად ფაქტი არ დაფიქსირდება, მატყუარა, უსამშობლო ოპოზიციის სიტყვის დაჯერება არ შეიძლება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით მათიკაშვილის განცხადებით, ოპოზიციის მიერ მანდატების დატოვებასთან დაკავშირებით განცხადება საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტში არ შესულა.

„თუ ვინმეს სურს, პირადად მან უარი თქვას პარლამენტის წევრობაზე, უარი უნდა განაცხადოს მანდატზე, პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე უნდა დაწეროს განცხადება. ჯერჯერობით ასეთი რამ ჩვენს კომიტეტში არ შემოსულა.

შესაძლებელია, იმას არ გამოვრიცხავ, პროცედურულ ნაწილში არის სადღაც შემოტანილი პარლამენტში, მაგრამ ფაქტი, რომ ეს იყოს ჩვენი კომიტეტის განხილვის საგანი დღეს, ეს ასე, რა თქმა უნდა, არ არის. ამიტომ, სანამ კონკრეტული ფაქტი არ დაფიქსირდება, მატყუარა, უსამშობლო ოპოზიციის სიტყვის დაჯერება, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ არ შეიძლება.

ყუილების ხვედრითი წელი მათ ცხოვრებაში არის ბევრად უფრო მეტი, ვიდრე სიმართლის და ეს არაერთგზის მათ საზოგადოებას უკვე დაუმტკიცეს“, - აღნიშნავს მთიკაშვილი