მათიკაშვილი ოპოზიციაზე: ის ფლანგი, რომელიც არჩევნებში აპირებს მონაწილეობას მიღებას, არის უსუსტესი, არჩევნებზე ოპოზიციას ფიასკო ელის

„რუსეთთან რადიკალების კავშირი არ არის ახალი ამბავი ჩვენთვის. ჩვენ გვახსოვს ელენე ხოშტარიას რუბლები, რომელიც რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოედინება. ასევე, ნამდვილად არ გამიკვირდება თუკი ასეთ კავშირებს კვლავაც ვნახავთ იმ პირებთან, ვინც რადიკალების საყრდენია დღეს საქართველოში“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
როგორც დეპუტატი აცხადებს, ოპოზიციის ფიასკო, 4 ოქტომბერს გაფორმდება ქართველი ხალხის გადაწყვეტილებით.
„თუმცა, ის, რომ კუპრაძე აირჩიეს კანდიდატად, ნიშნავს იმას, რომ მათ არანაირი რესურსი არ გააჩნიათ. ოპოზიციის ეს ფლანგი, რომელიც არჩევნებში აპირებს მონაწილეობას მიღებას, არის უსუსტესი. რეალურად მათი შედეგი არის ფიასკო, რომელიც 4 ოქტომბერს გაფორმდება ქართველი ხალხის გადაწყვეტილებით“, - აღნიშნავს მათიკაშვილი.