Loading data...
მათიკაშვილი: „ნაცმოძრაობა“ რომ საერთოდ უშანსოდ არის და აღარაფერია დარჩენილი იმ კრიმინალური სინდიკატისგან, მაგ ე.წ. პარტიისგან, ეს საზოგადოებამ კარგად იცის

„ნაციონალური მოძრაობა“ რომ საერთოდ უშანსოდ არის და აღარაფერია დარჩენილი იმ კრიმინალური სინდიკატისგან, მაგ ე.წ. პარტიისგან, ეს საზოგადოებამ კარგად იცის, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა. 

მათიკაშვილი აცხადებს, რომ მთავარია ნდობა, რაც „ენმ“-ს არ გააჩნია და თავმჯდომარედ ვის დანიშნავენ, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.

„არანაირი პოლიტიკური რეიტინგი როცა არ გაგაჩნია, პერსონალიები ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენენ. როდესაც საზოგადოება ენდობა ან არ ენდობა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, რა თქმა უნდა, პერსონალიებსაც ითვალისწინებს ამ ნდობაში, და როცა ეს ნდობა არ არსებობს - პერსონალიებს არ გააჩნიათ პირველ რიგში ნდობა. "ნაციონალური მოძრაობა" რომ საერთოდ უშანსოდ არის დარჩენილი და არაფერია დარჩენილი იმ კრიმინალური

სინდიკატისგან, რომელიც ერთ დროს ქვეყანას მართავდა და უბედურების მეტი არაფერი მოუტანია, ხოლო შემდგომ ოპოზიციაში ყოფნის დროს, რაც შეეძლო ევნო თავის ქვეყნისთვის ყველაფერი გააკეთა, მაგ ე.წ. პარტიისგან რომ არაფერია დარჩენილი, ეს საზოგადოებამ კარგად იცის. შიგნით ბოკუჩავა იქნება ხელმძღვანელი ამ არაფრის მომცემი განულებული რეიტინგის მქონე პარტიის, ან ვინც არ უნდა მოიყვანონ, ნულს მივიღებთ შედეგად“, - აცხადებს მათიკაშვილი.