Loading data...
მათიკაშვილი: მოვლენების ერთადერთ განვითარებას შეგვიძლია ველოდოთ, ეს არის 64-ვე მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების“ დამაჯერებელი გამარჯვება

„მოვლენების ერთადერთ განვითარებას შეგვიძლია ველოდოთ - ეს არის 64-ვე მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების“ დამაჯერებელი გამარჯვება“, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს კიდევ უფრო თვალნათელი მას შემდეგ გახდა, რაც ოპოზიციამ საზოგადოებას საკუთარი კანდიდატები წარუდგინა.

„რადიკალური ოპოზიცია არის უსუსტესი. მათ მიერ წამოყენებული კანდიდატების ვინაობის გაცნობის შემდეგ, კიდევ ერთხელ დარწმუნდა საზოგადოება, რომ აბსოლუტურად არანაირი შანსი რადიკალებს არ გააჩნიათ ჩვენს ქვეყანაში“,- აღნიშნავს მათიკაშვილი.