Loading data...
მათიკაშვილი „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე: თეთრი ძაფით ნაკერი და შეთითხნილი ბრალდებებით გაჯერებული კიდევ ერთი თავდასხმა ქართველ ხალხზე

„თეთრი ძაფით ნაკერი და შეთითხნილი ბრალდებებით გაჯერებული კიდევ ერთი თავდასხმა ქართველ ხალხზე, რომელსაც აბსოლუტურად არაფერი აქვს საერთო იმ რეალობასთან, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, დასკვნა წინასწარ იყო დაწერილი.

„რა თქმა უნდა, ის დაჩქარებული ტემპი, თითქოს ამ მისიის გამოყენებისა, პირდაპირ მეტყველებს იმას, რომ პრაქტიკულად ვივარაუდოთ, ეს ყველაფერი უკვე დაწერილი ჰქონდათ თავის დროზე, მრავალგვერდიანი ე.წ. დასკვნა და მხოლოდ და მხოლოდ თვალის ასახვევად იყო ეს ქალბატონი ჩამობრძანებული 2 დღით საქართველოში, პირველად, რომელიც საერთოდ არ იცნობს ქვეყნის არც პოლიტიკურ ლანდშაფტს, არც იმ მდგენელს, რაზედაც მან თითქოს ის ე.წ. დასკვნა დაწერა.

პრაქტიკულად, კიდევ ერთხელ განაცხადა სურვილი ცალკეული ძალებისა, საქართველოს წინააღმდეგ შეიქმნას და შეითითხნოს ე.წ. საქმე, რომ შემდგომ უკვე ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, აპელირება მოახდინონ ამ ფარატინა ქაღალდებზე“, - აღნიშნავს მათიკაშვილი.